Accentnews.ge
გერმანიის მთავრობის კოორდინატორი: ორმხრივი თანამშრომლობის, დაფინანსების გადახედვა მოხდება, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შედეგია

გერმანიის მთავრობის კოორდინატორი: ორმხრივი თანამშრომლობის, დაფინანსების გადახედვა მოხდება, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შედეგია

10/07/2024 14:00:48 პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა რობინ ვაგნერმა თბილისში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გაიმეორა საქართველოში გერმანიის და ევროკავშირის ელჩების განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საუბრობს გერმანიის მთავრობის სახელით.

მან ევროინტეგრაცის მიზნიდან უკან დახევად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, გააკრიტიკა "აგენტების კანონიც", რომელიც მისი შეფასებით ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი პრობლემური გზის ნაწილი მხოლოდ ეს კანონი არ არის”.

მან ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ კამპანიაზეც, რომელიც გაჯერებულია დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებითა "არა მხოლოდ ქვეყანაში ოპოზიციის, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ“.

მან ასევე გაიმეორა მანამდე გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტების გადახედვა მოხდება.

„ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა ამ პროცესისგან განზე გამდგარიყო. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ კანონის, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ძალაში ყოფნით, საქართველოს გაწევრიანების შემდგომი პროცესი აღარ იქნება. ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ეს არის ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ეს საქართველოს მთავრობის ქმედებებით არის განპირობებული. გარდა ამისა, ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტების და ასევე, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს მიმართ გერმანიის დაფინანსების გადახედვა მოხდება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი“, - განაცხადა რობინ ვაგნერმა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა კნუტ აბრაჰამმა თქა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიმართ ნდობა დაიკარგა.

„საქართველოს ევროპელი პარტნიორების მოკლევადიანი გამოწვევა არჩევნებზე ძალიან პროფესიონალური დაკვირვების ამოქმედებაა. თუმცა გადაწყვეტილება, თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, იქნება და არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება”, - განაცხადა აბრაჰამმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S