Accentnews.ge
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს"

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს"

10/07/2024 17:12:09 პოლიტიკა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს". ამის შესახებ მან ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ქართველები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა ახალხანს მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ", – დაწერა მან.

თავის მხრივ, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს.

„ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის ძირითად ასპექტებზე. ხაზი გაესვა საიუბილეო სამიტში პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი რეგიონში და მისი მონაწილეობა ვაშინგტონის სამიტზე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ხაზი გაესვა ასევე საქართველოს მიერ გაწეულ კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

ბელგიასთან, როგორც ევროკავშირის ყოფილ თავმჯდომარე ქვეყანასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა 2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რამაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S