Accentnews.ge
ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ

ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ

17/01/2020 20:02:22 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა.​ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, მან გონჩარუკისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა.

„ახლა სახელმწიფოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად შერყევის დროს არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ალექსეი გონჩარუკმა გადაგომის შესახებ განცხადება 17 იანვარს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ეკონომიკური ბლოკის მაღალჩინოსნებთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S