Accentnews.ge
პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

18/01/2020 08:55:34 საზოგადოება

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ზვიად კუპრავა და კიდევ ერთ პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166- ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S