ბორელი: ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს
11/07/2024 10:25:02 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დასავლეთის რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"ჩვენ არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია, იქნება ეს მეფის თუ საბჭოთა იმპერია", – განაცხადა ბორელმა.


