Accentnews.ge
პაპუაშვილი: "დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ვუსწრებთ NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანას"

პაპუაშვილი: "დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ვუსწრებთ NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანას"

11/07/2024 10:30:07 პოლიტიკა

„ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში. ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S