Accentnews.ge
არასამთავრობოები: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია

არასამთავრობოები: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია

11/07/2024 10:47:57 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ მათთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია.

არასამთავრობოების ინფორმაციით, ამერიკული მხარე აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს პარტნიორებზე თავდასხმებსა და არადემოკრატიულ ქმედებებს, ყველა შეჩერებული პროექტი გაგრძელდება.

"შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რამდენად მხდება ხელისუფლების მხრიდან იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც აძლევს სამოქალაქო საზოგადოება თუ საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება", – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა.

თავის მხრივ, შეხვედრას ამერიკელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები ყველას მოუწოდებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ", - წერს ზეია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე უზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S