Accentnews.ge
პრეზიდენტი: ხელისუფლებამ ჩვენ მომავალს უზურპაცია გაუკეთა, არ შეიძლება, ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ

პრეზიდენტი: ხელისუფლებამ ჩვენ მომავალს უზურპაცია გაუკეთა, არ შეიძლება, ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ

11/07/2024 11:44:57 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ამის შესახებ მან სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია. ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს საზოგადოება არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა. არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ! გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი, ან ჯერ არ მოაწერეს ხელი და ეთანხმებიან. ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რომელიც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ბევრნი ვართ, ერთიანი, საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S