Accentnews.ge
ოპოზიცია:  უზრა ზეიას ვიზიტი გზავნილია, რომ სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, არ ტოვებენ ქვეყანას მარტო

ოპოზიცია:  უზრა ზეიას ვიზიტი გზავნილია, რომ სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, არ ტოვებენ ქვეყანას მარტო

11/07/2024 13:33:35 პოლიტიკა

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტი გზავნილია, რომ სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, არ ტოვებენ ქვეყანას მარტო.

"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი, მით უმეტეს ამ რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი გზავნილია ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, ზოგიერთი მათგანის მტრად გამოცხადებისა (კალაძეს ვგულისხმობ) არ ტოვებენ ხალხს და ქვეყანას მარტო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გზავნილი ხელისუფლებისთვის. აქამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, რომ კრიტიკული განცხადებები გვესმის სტრატეგიული მოკავშირეებისგან. სამწუხაროდ, ამ მავნებლობის და ანტიდასავლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ივანიშვილი და ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელით აწარმოებს. [...] სამწუხაროდ, ხელისუფლების ქმედებები და მავნებლობა აისახება ყველა სფეროზე. მთავარია წყნარად, მაქსიმალური მობილიზებით ჩავატაროთ არჩევნები - მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ, როგორც კრიზისიდან უსაფრთხო და სწორი გამოსავალი“, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.

არტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტი ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერაა.

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არის ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერა. აშშ ზურგს კი არ აქცევს საქართველოს, არამედ იმ კრიზისულ ვითარებაში, სადაც მთავრობა ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ვალდებულება, ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და ხალხს ვთავაზობთ ალტერნატივას. მთავარია, რომ ხალხის მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკური პასუხი ჰქონდეს“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ახლა გასაღები არის ქართველი ხალხის ხელში, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე უზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S