ბულგარეთი, საბერძნეთი და რუმინეთი ჯარების სწრაფი გადასროლისთვის ახალ დერეფანს აყალიბებენ
11/07/2024 13:36:58 პოლიტიკა
ბულგარეთმა, საბერძნეთმა და რუმინეთმა ჯარების სწრაფი გადასროლისთვის ერთობლივი დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ეს გადაწყვეტილება რეგიონის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო მობილურობის ზრდის მიზნითაა მიღებული, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა.
მიისვე თქმით, ახალი დერეფანი უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირების შეაძლებლობას შექმნის, შემოდგომაზე კი შეთანხმების მონაწილეები სსაბერძნეთში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ გეგმის რეალიზების მიმდინარეობის განსახილველად.
სამხედრო დერეფანი 4 პორტისა და მათი ინფრასტრუქტურის გაერთიანებას ითვალისწინებს. იგი სალონიკსა და ალექსანდრუპოლისს ბულგარულ ვარნასთან და რუმინულ კონსტანცასთან დააკავშირებს. ეს ოთხი ქალაქი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია NATO-სთვის ალიანსის აღმოსავლეთ სასზღვრებთან სიახლოვისს გამო. ახალი დერეფანი გააადვილებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ, ასევე შეამსუბუქებს სასაზღვრო პუნქტების დაუბრკოლებელ კვეთას, რაც ჯარების გადასროლის ვადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გარდა ამისა, რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროზე შენდება ევროპაში NATO-ს უმსხვილესი ბაზა. 30 კვადრატული კილომეტრი ფართობის სამხედრო ობიექტზე სამომავლოდ 10 ათადი სამხედრო განთავსდება ოჯახებთან და სამოქალაქო პერსონალთან ერთად.
ბუქარესტი პროექტში 2,5 მილიარდ დოლარს აბანდებს. ახალ ობიექტზე მალევე გადაისვრიან რამშტაინის გერმანული ავიაბაზის პირად შემადგენლობას, ვინაიდან უკრაინაში განგრძობადი ომის ფონზე NATO-ს ინტერესები სულ უფრო მეტად ინაცვლებს აღმოსავლეთისკენ.
2022 წელს NATO-მ უკვე გაზარდა თავისი წარმოდგენილობა აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ რუმინეთში უმაღლესი მზადყოფნის რეაგირებისს ძალები განათავსეს. იმავე წელ ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში და კიდევ 4 ქვეყანაში გაშალეს დამატებითი ქვედანაყოფები, რამაც ადგილებზე ჯარების რაოდენობა ფაქტობრივად გააორმაგა.


