Accentnews.ge
არახამია: "საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ, 20 წლით დახია უკან"

არახამია: "საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ, 20 წლით დახია უკან"

11/07/2024 19:14:19 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ, 20 წლით დახია უკან".

"ძალიან რთულია თვალის დევნება იმისთვის, რაც ხდება საქართველოში. გამოკითხვებით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს ევროინტეგრაციას უჭერს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება თავს იკატუნებდა, რომ თითქოს მხარს ევროინტეგრაციას უჭერდა, მაგრამ ახლა აშკარა გახდა, რომ ქვეყანამ EU-ს გზიდან გადაუხვია. თუ აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაცია იყო, ახლა ქვეყანამ NATO-ს გზიდანაც გადაუხვია. ამ პოლიტიკამ საქართველო NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ, 20 წლით დახია უკან", - განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, არახამიამ.

ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S