Accentnews.ge
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

12/07/2024 09:16:15 პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, თუმცა არც მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნა პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა შესწორებას ვეტო არ დაადო.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღეს თავად მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება და ძალაში შევა.

კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების მფლობელებს უფლება აღარ ექნებათ საკუთარი თანხის მართვა კერძო კომპანიას მიანდონ.

ცვლილებას აკრიტიკებდა ოპოზიცია, პრეზიდენტმა საშიში უწოდა.

საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სებ-ს შეეძლება, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრი [გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი].

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S