Accentnews.ge
პარლამენტი 18-19 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს

პარლამენტი 18-19 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს

12/07/2024 09:36:18 პოლიტიკა

​საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დაინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საკომიტეტო განხილვას იწყებს.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით იქნება მიღებული, რომლის მოწვევაც 18-19 ივლისს იგეგმება.

მეორე და მესამე მოსმენით ამნისტიას საშემოდგომო სესიაზე უყრიან კენჭს.

პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიით, მსჯავრდებულთა დაახლოებით 10%-მდე გათავისუფლდება, ხოლო, საერთო ჯამში სხვადასხვა სახით, ის შეეხება პატიმრების ერთ მესამედს (სასჯელი შეუმცირდებათ 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). გარდა ამისა, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს.

რიგგარეშე სესიაზე პარლამენტი აპირებს საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხზე კენჭისყრის გამართვას.

28 ივნისს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო ბოლო სხდომა გაიმართა. საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S