Accentnews.ge
"როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, გაყიდეთ და მეტროთი იარეთ" – ზარქუა  6.7 მილიონად მანქანების შეძენაზე

"როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, გაყიდეთ და მეტროთი იარეთ" – ზარქუა  6.7 მილიონად მანქანების შეძენაზე

12/07/2024 09:54:11 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს. ამ საკითხზე საუბრისას დეპუტატმა ზარქუამ თქვა, რომ ეს მომავალი მოწვევის პარლამენტისთვისაა განკუთვნილი და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, თუ ხელისუფლებაში მოვლენ, გაყიდონ.

ზარქუა ამტკიცებს, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტს მანქანები არ შეუძენია.

"ხომ აპირებს ოპოზიცია მთავრობაში მოსვლას, აი, მათთვის გავაკეთეთ, შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ამ მოწვევას არ შეეხება და თუ გაქვთ შნო და უნარი, აი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ [მანქანები] და იარეთ მეტროთი. აი, ვინც მოხვალთ შემდეგში, რომ იქნებით პარლამენტში წარმოდგენილი, მე თქვენგან დაველოდები, "იცით რა, ჩვენ უარს ვამბობთ ამ მანქანით მომსახურებაზე და ვივლით ფეხით". ამას პირადად მე გაგიკონტროლებთ, ვიქნები პარლამენტში თუ არ ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც გვარებით ჩამოგიყვებით, თუ მოხვდით ვინმე, ვინც ივლით იმ ახალი მაქმანებით," - განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად ახალი ავტომობილების ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება. პარლამენტი გეგმავს, რომ ავტომობილების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2024 წელს 5.5 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 1.1 მილიონი ლარი გადაუხადოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S