აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
12/07/2024 11:27:52 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე, ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ძირითადად შეეხო არჩევნებს და მასზე დაკვირვების პროცესს რუსული კანონის ამოქმედების პირობებში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის წარმომადგენლები.
დღესვე უზრა ზეია უნდა შეხვდეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს.


