ენმ-ის თავმჯდომარემ მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია დანიშნა
12/07/2024 14:42:45 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად გენერალი ზაზა გოგავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დაასახელა.
მისი თქმით, ეს ინსტიტუციური ცვლილება არჩევნებამდე სამი თვით ადრე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ბრძოლაში, რომელიც "ქართული ოცნების" დამარცხებას გულისხმობს.
თინა ბოკუჩავას მოადგილე ასევე იქნება ის ადამიანი, რომელსაც ქალთა ორგანიზაცია თავმჯდომარედ აირჩევს.
როგორც აღინიშნა, პარტიის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მოადგილეები დანიშნა.


