Accentnews.ge
უზრა ზეია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

უზრა ზეია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

13/07/2024 07:32:49 პოლიტიკა

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

უზრა ზეიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა.

„აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S