რუსეთში სასტუმრო ცხელი წყლით დაიტბორა – არის მსხვერპლი
20/01/2020 07:09:58 მსოფლიო
რუსეთში, ქალაქ პერმის ერთ-ერთ სასტუმროში გათბობის მილი გასკდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
არიან დაშავებულებიც. ჰოსპიტალიზებული სამი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული.
არსებული ინფორმაციით, ხუთსართულიანი სახლის სარდაფში მდებარე პატარა სასტუმროში ცხელი წყლის მილის დაზიანების შედეგად, ოთახი ცხელი წყლით დაიტბორა.


