Accentnews.ge
რობერტა მეცოლა: შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში

რობერტა მეცოლა: შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში

14/07/2024 07:09:30 პოლიტიკა

შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

„შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა”, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S