ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ღმერთს, დონალდ ტრამპი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა, მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს
14/07/2024 11:25:56 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ღარიბაშვილი მშვიდობას უსურვებს ამერიკას, ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


