Accentnews.ge
წვიმა, თოვლი, ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21/01/2020 20:59:00 საზოგადოება

სინოპტიკოსები 24 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S