Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

15/07/2024 09:46:43 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს, 15 ივლისს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 18 ივლისს პარლამენტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და კენჭს უყრის, 19 ივლისს კი ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.

“რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე სალომე ზურაბიშვილისგან დადებითი პასუხის მისაღებად 48-საათიანი ვადაა. იმ შემთხვევაში თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, სხდომას მე ჩავნიშნავ. ასე რომ, 18 ივლისს, 12:00 საათზე პლენარული სხდომა ყველა შემთხვევაში გვექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S