Accentnews.ge
პრემიერი: სტუდენტების სტაჟირების პროგრამის საკონკურსო კრიტერიუმები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული

პრემიერი: სტუდენტების სტაჟირების პროგრამის საკონკურსო კრიტერიუმები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული

16/07/2024 06:57:19 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა.

"პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ.

პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S