Accentnews.ge
წარმომადგენლობა: 10 სამთავრობო უწყება, რომელმაც 2019 – 2024 წლებში  ევროკავშირისგან ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო

წარმომადგენლობა: 10 სამთავრობო უწყება, რომელმაც 2019 – 2024 წლებში  ევროკავშირისგან ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო

16/07/2024 08:19:38 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა არასამთავრობოებთან შედარებით, ევროკავშირისგან 11-ჯერ მეტი ფინანსური დახმარება მიიღეს.

როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, აღნიშნულ ინფორმაციას "ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ" ავრცელებენ.

  • "2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს. ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა", – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 – 2024 წწ.) 10 უმსხვილესი ბენეფიციარია:

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
  • 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები
  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.

(მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S