"ბოდიში, მაგრამ იატაკის ტოლოების და სათლების მომზადება მოგიწევთ"
20/01/2020 10:59:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით ამერიკელ ინჟინერთა ინიციატივას, ნიუ-იორკის შტორმისაგან დასაცავად ზღვის კედლების აშენების საკითხს უპასუხა და მას „სულელური“ და „ძვირაღირებული“ უწოდა.
„მასიური, 200 მილიარდ დოლარად შეფასებული ზღვის კედელის აშენება ნიუ-იორკის გარშემო, რომელიც მას იშვიათი შტორმებისგან დაიცავს, არის ძვირადღირებული, სულელური და გარემოსთან შეუთავსებელი იდეა. ის ალბათ, საჭიროების შემთხვევაში არც იმუშავებს და საშინელი შეხედულება ექნება. ბოდიში, მაგრამ მოგიწევთ მოამზადოთ იატაკის ტოლოები და სათლები“,- დაწერა ტრამპმა.
მედიის ცნობით, ნიუ-იორკში შტორმისგან დამცავი ზომების მიღება 2012 წლის ტროპიკური შტორმის შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური. როგორც ცნობილია, მაშინ შტორმს 43 ადამიანი ემსხვერპლა.


