იუიკნევიჩიენე: "საჭირო იყო დეივანიშვილიზაცია, მაგრამ ახლა დეკრემლიზაცია უკეთესია"
17/07/2024 17:58:19 პოლიტიკა
"[საქართველოს] მთავრობა, მმართველი პარტია კრემლის ქსელის ნაწილია. ისინი იბრძვიან დემოკრატიის წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან ევროკავშირის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა, არ არის ქართველი ხალხის სურვილი. მოლაპარაკებების გახსნა ამ ვითარებაში საქართველოსთვის შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხსა და არჩევნებზე. არჩევნებს რეფერენდუმის როლი ექნება, რომელიც გვაჩვენებს ქართველი ხალხი რჩება ევროპული გზის ერთგული, თუ სურს, რუსული სამყაროს ნაწილი გახდეს. ვწუხვარ, მაგრამ ვერავინ გამოასწორებს ამ ვითარებას თქვენს გარდა. რუსული კანონის უკან გაწვევა მხოლოდ ერთი საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ანტიევროპული ქცევა, ქმედებები, რომელსაც სჩადის საქართველოს ხელისუფლება. მე ვთქვი, რომ საჭირო იყო დეივანიშვილიზაცია, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ დეკრემლიზაცია უკეთესია, რადგან საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ევროპას და რუსეთი კი ყველანაირად ცდილობს, საქართველო რუსულ სამყაროში დააბრუნოს", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუიკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.


