Accentnews.ge
გაბიტაშვილი "სპეკულაციას" უწოდებს პროკურატურაში ფარცხალაძის გავლენებზე ცნობებს

გაბიტაშვილი "სპეკულაციას" უწოდებს პროკურატურაში ფარცხალაძის გავლენებზე ცნობებს

18/07/2024 10:20:36 პოლიტიკა

საქართველოს ახლადარჩეული გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ „წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია“. საუბარია აშშ–ის მიერ სანქცირებულ, ქართველ რუს ოლიგარქად მოხსენიებულ და რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებულ ყოფილ მთავარ პროკურორზე. გაბიტაშვილი მისი მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ამასთან, მისი მტკიცებით, პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა.

„ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს დავინიშნე. ერთ თვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში არის მხოლოდ სპეკულაცია. დიდი ხანია არ მქონია მასთან კომუნიკაცია, წლებია“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირეს. გაბიტაშვილის კანდიდატურის მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. რეგისტრაცია სულ პარლამენტის 88-მა წევრმა გაიარა.

გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში საბჭოს 11-ივე წევრი მონაწილეობდა, ყველა მათგანმა ხმა სწორედ გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.

გიორგი გაბიტაშვილმა კარიერა 2007 წელს, საქართველოს პროკურატურაში, სტაჟირების პროგრამით დაიწყო. სტაჟირების დასრულებისთანავე, ის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორად დაინიშნა.

2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის 2013 წლამდე საქმიანობდა.

2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელა.

2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე კი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S