Accentnews.ge
"საქართველოსთვის" და "ლელო" აცხადებენ, რომ მათ შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა და არაა

"საქართველოსთვის" და "ლელო" აცხადებენ, რომ მათ შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა და არაა

18/07/2024 11:18:14 პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ამ ორ პარტიას მოლაპარაკებები არ ჰქონია.

"ჩვენ „ლელოსთან“ მოლაპარაკებები არ გვქონია, არც დღეს გვაქვს. „ლელოს“ „განაცებისგან“ დაცვა შეთავაზება არ იყო, ეს ჩვენი მიზანი იყო და არის, მომავლშიც იქნება. როდესაც ,„ლელოზე“ ვსაუბრობთ, უკვე დამღლელია ეს რაღაც ჩურჩული, ჭორაობა, აღარაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. „ლელოს“, ამ ახალ გაერთიანებას, ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, ბარიერის გადალახვას, განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა. ერთადერთი, რასაც ვისურვებთ და რაც მიზნად გვაქვს დასახული, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ, ამ ქვეყანაში კითხვა არ უნდა გაჩნდეს – მშვიდობას ალტერნატივა გააჩნია თუ არ გააჩნია, და ის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ ევროინტეგრაციის გზას. პოლიტიკა არ არის პირადი ოცნებების და პირადი სურვილების სივრცე – მე ამასთან ვისურვებდი, ამასთან მომინდებოდა, ეს შენი პირადი ცხოვრება კი არ არის, ეს პოლიტიკა და ქვეყანაა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

"ლელოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრავამაც თქვა, რომ არ მიმდინარეობს "საქართველოსთან" მოლაპარაკებები და არც მომავალშია დაგეგმილი და უსურვებს, რომ გადალახონ ბარიერი, "რადგან ნებისმიერი ბარიერგადაულახავი შედეგი იქნება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის "კალათაში" ჩადებული შედეგი".

„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. ამასთან, პარტიასთან „საქართველოსთვის“ გაერთიანების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიამ კითხვებს უნდა უპასუხოს და მას შემდეგ იქნება საუბრის შესაძლებლობა.

მანამდე გახარიამ გამოთქვა "ლელოსთან" თანამშრომლობის სურვილი, თუმცა "ლელოში" მაშინაც კითხვების არსებობაზე გამახვილდა ყურადღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S