Accentnews.ge
კობახიძის თქმით, მათ შორის, ბორელსა და მიშელს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

კობახიძის თქმით, მათ შორის, ბორელსა და მიშელს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

18/07/2024 17:54:01 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლონდონში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, მათ შორის, ჟოზეფ ბორელსა და შარლ მიშელს შეხვდა და გაუზიარა გზავნილები საქართელო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს ევროპელ ლიდერებთან პრემიერის პირველი შეხვედრა იყო ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარების შეჩერების შემდეგ. ამასთან, შეჩერებულად გამოცხადდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

"გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით.[...]

საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე", - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S