Accentnews.ge
IRI სადამკვირვებლო მისიას იწყებს: ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის

IRI სადამკვირვებლო მისიას იწყებს: ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის

19/07/2024 07:30:55 პოლიტიკა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" ( IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაწყების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას IRI ავრცელებს.

მისი ცნობით, საარჩევნო და პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით, IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის.

„დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს მისიას საშუალებას მისცემს უკეთ გაიგოს ამ არჩევნების კონტექსტი, ხოლო პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“ - განაცხადა IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, "ეს არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერსაქართველოსთვის გაცემულ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც ქვეყანამ 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო.

“საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა აქვს საარჩევნო გამჭვირვალობას პრიორიტეტი მიანიჭოს და უზრუნველყოს, რომ საქართველოში სანდო, ყველანაირი ზეწოლისა და ფიზიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის” – განაცხადა ნიქსმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S