Accentnews.ge
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ჰყავს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ჰყავს

21/01/2020 06:36:26 მსოფლიო

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი გახდა,- იუწყება „გარდიანი“ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით.

გამოცემა ამირ აბდულ რაჰმანს "დაეშის" ერთ-ერთ ლიდერად ასახელებს, რომელიც რადიკალური ორგანიზაციის ყოფილ ლიდერთან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან დაახლოებული პირია.

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ აშშ-მა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.

„გარდიანი“ წერს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები ჯერ კიდევ 2004 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ერაყში, „კემპ-ბუკას“ ამერიკულ ბანაკში, სადაც ორივე მათგანი დაკავებული იყო.

ამირ აბდულ რაჰმანი დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი იდეოლოგიის შექმნაში და არაერთი ოპერაციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას.

სადაზვერვო უწყებები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი შესაძლოა, ქალაქ მოსულის მახლობლად იმალებოდეს.

ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი სწორედ მოსულის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S