Accentnews.ge
საქსტატი: ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 35%-ით შემცირდა

საქსტატი: ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 35%-ით შემცირდა

19/07/2024 09:12:12 პოლიტიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირში საქართველოდან 259 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ანუ 139 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში $19 მილიონის სპილენძის მადნები გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით, ანუ $160 მილიონი დოლარით ნაკლებია. სპილენძის მადნების გარდა EU-ში შემცირდა აზოტოვანი სასუქებისა და თხილის ექსპორტიც.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არ შედის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S