იტალიის ელჩმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი განიხილა
19/07/2024 09:27:17 პოლიტიკა
საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს.
"იტალია-საქართველოს ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ევროინტეგრაცია, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები - ეს და სხვა საკითხები განიხილა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


