უამინდობა ესპანეთში – არის მსხვერპლი
21/01/2020 06:58:17 მსოფლიო
ესპანეთში ბოლო ორი დღის მანძილზე უამინდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის 30 პროვინციასა და საფრანგეთის სამხეთ ნაწილში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.
რაც შეეხება დაღუპულებს, ვალენსიაში ორი ადამიანი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, ავილაში ერთ ადამიანს სახურავის ნამტვრევები დაეცა, ხოლო კიდევ ერთს თოვლზე მოცურებული მანქანა დაეჯახა.
აღმოსავლეთ ესპანეთში, ქარის სიმძლავრემ 115 კმ/სთ-ს მიაღწია. დახურულია სკოლები, საჯარო დაწესებულებები. დროებით დაიხურა ალიკანტეს აეროპორტიც, სადაც დაახლოებით 200 რეისი გადაიდო.


