Accentnews.ge
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

21/01/2020 07:28:20 მსოფლიო

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ Boeing 737-ის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნა: Bloomberg-ის ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოინგი Tor-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ორი რაკეტის შედეგად ჩამოვარდა.

ანგარიშის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 6:12 საათზე აფრინდა და დისპეტჩერებთან კონტაქტი 8,100 ფუტის სიმაღლეზე დაკარგა. 6:15 საათზე ბოინგი მეორადი სადამკვირვებლო, ხოლო 6:18 საათზე მთავარი რადარებიდან გაუჩინარდა.

შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე დღეში მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ხვდება ხომალდს რაკეტა. ირანი თავდაპირველად უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S