Accentnews.ge
დავით დვალი: ოპოზიციური პარტიების მიერ მოეწეროს ხელი შეთანხმებას, რომ ყველა, ვინც შევა საარჩევნო სიაში, "ოცნებასთან" კოალიციას შექმნაზე უარს განაცხადებს

დავით დვალი: ოპოზიციური პარტიების მიერ მოეწეროს ხელი შეთანხმებას, რომ ყველა, ვინც შევა საარჩევნო სიაში, "ოცნებასთან" კოალიციას შექმნაზე უარს განაცხადებს

19/07/2024 14:46:43 პოლიტიკა

"რუსთავი 2"– ის დამფუძნებელი დავით დვალი ოპოზიციას სთავაზობს შეიქმნას დეკლარაცია, რომელიც სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ერთი იდეის გარშემო გააერთიანებს.

როგორც მან "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, მისი შეთავაზებაა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მოეწეროს ხელი შეთანხმებას, რომ ყველა, ვინც შევა მათ საარჩევნო სიაში, "ოცნებასთან" კოალიციას შექმნაზე უარს განაცხადებს.

"მოეწეროს პარტიების მიერ ხელი შეთანხმებას, რომ ყველას, ვინც შევა მათ საარჩევნო სიაში, ხელი ექნება მოწერილი დეკლარაციაზე, რომ ის არ ითანამშრომლებს "ქართულ ოცნებასთან" მომავალ პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრმა სათითაოდ, ვინც [ოპოზიციის] სიაში მოხვდება, ეს ტესტი და გამოცდა ჩააბაროს და პირობა დადოს, რომ "ოცნებასთან" არ ითანამშრომლებს. მთავარი მიზანი არის ის, რომ ამომრჩეველმა, რომელსაც სურს, ხმა მისცეს ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს გამოუვიდეს და არ აღმოჩნდეს, რომ მოტყუვდა, არ აღმოჩნდეს, რომ ხმა მისცა ისეთ პოლიტიკურ ძალას, ან ისეთ პიროვნებას, რომელიც ვითომ ოპოზიციურია, მაგრამ სინამდვილეში მზად არის, რომ, ["ოცნებასთან"] ითანამშრომლოს შემდეგ უკვე ახალ პარლამენტში და შეიძლება, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინოთ, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის, კოალიციისთვის და სინამდვილეში გამოვიდეს, რომ ხმა, რომელიც მივეცი მის ["ოცნების"] წინააღმდეგ, წავა ბიძინა ივანიშვილის მხარეს", - ამბობს დავით დვალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S