იუსტიციის მინისტრი: „უვადო პატიმრებს შველა სჭირდებათ“
21/01/2020 08:43:00 საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, უვადო პატიმრებისთვის სასჯელის გადახედვის მომხრეა, თუმცა იგეგმება თუ არა კონკრეტული ზომების მიღება, ამ ეტაპზე უცნობია.
მინისტრმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ არაფერია მუდმივი, მათ შორის სასჯელიც ვერ იქნება მუდმივი და თქვა, რომ უვადო პატიმრებს „შველა სჭირდებათ“.
„უპასუხეთ უვადო პატიმრებს. განსაკუთრებით ის კონტიგენტი მაწუხებს, ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს უკვე რომ იყო უვადო პატიმარი და მათ შველა სჭირდებათ. მინდა, დაზარალებულებმა კარგად გამიგონ, მე შველაში საკნის გაღებას და მათ გარეთ გამოშვებას თავისუფლებაზე, მაგრამ მათ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ, არაფერია მუდმივი ამ მიწაზე, შესაბამისად, ვერც სასჯელი ვერ იქნება მუდმივად უვადო. პერსპექტივა – ამას ამბობს ევროპული კონვენცია – პატიმარსაც უნდა ჰქონდეს, რომ ერთ დღეს ის გამოვა ციხიდან. ამ ადამიანებით დაინტერესდით“.


