Accentnews.ge
თურქმენეთმა საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და რუმინეთთან სამთავრობოთაშორისი შეთანხმების გაფორმება დააანონსა

თურქმენეთმა საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და რუმინეთთან სამთავრობოთაშორისი შეთანხმების გაფორმება დააანონსა

22/07/2024 08:04:51 პოლიტიკა

თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი ბუქარესტში გააფორმებენ ოთხმხრივ სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "კასპიის ზღვა - შავი ზღვა" ჩამოყალიბების თაობაზე, - იუწყება თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მისივე ინფორმაციით, ბუქარესტში უკვე გაიმართა რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივნისა და თურქმენეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოლაპარაკებები "ორმხირივი დღის წესრიგის ყველა საკვანძო საკითხზე, პოლიტიკურ-დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პარტნიორობის ჩათვლით".

რაც შეეხება უშუსალოდ დერეფნის ჩამოყალიბებას, თურქმენეთის საგარეო უწყების ცნობით, ოთხმხრივი შეთანხმება მიმდინარე წელს გაფორმდება.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქმენეთი საკუთარი გაზის თურქეთში მიწოდებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გეგმავდა. ევროკავშირი ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტში 10 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S