Accentnews.ge
ჩინეთში, უხანაში ახალი კორონავირუსის გამო მასობრივი ტურიზმი აიკრძალა

ჩინეთში, უხანაში ახალი კორონავირუსის გამო მასობრივი ტურიზმი აიკრძალა

21/01/2020 09:08:49 მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უხანის ხელისუფლებამ მასობრივი ტურიზმი აკრძალა. ამის მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელებაა.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ; გამკაცრდება მგზავრების ნაკადის კონტროლიც.

საგანაგებო ზომები 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს. პოლიცია უკვე შეუდგა ავტოტრანსპორტის შემოწმებას. აკრძალულია ფრინველისა და შინაური ცხოველების გადაყვანა.

განსაკუთრებულად არის გაძლიერებული მოქალაქეების კონტროლი ქალაქის აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებზე.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩინეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 224 შემთხვევაა აღრიცხული, დაღუპულია ოთხი ადამიანი. დადასტურდა რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საკითხთან დაკავშირებით შეკრებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S