Accentnews.ge
კვლევა: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერთა რაოდენობა გაზრდილია

კვლევა: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერთა რაოდენობა გაზრდილია

22/07/2024 09:46:30 პოლიტიკა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერთა რაოდენობა გაზრდილია.

კერძოდ, გამოკითხულთა 48% ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს, ხოლო 22% – უფრო უჭერს მხარს, ვიდრე – არ უჭერს. წინა კვლევაში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მოქალაქეთა 34% ამბობდა, რომ სრულად უჭერდა მხარს, ხოლო 29% – ძირითადად უჭერდა მხარს.

ამასთან, გაზრდილია NATO-ში გაწევრიანების მაჩვენებელიც.

ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს სრულად უჭერს მხარს 37%; უფრო უჭერს მხარს, ვიდრე არ უჭერს – 20%. 2021 წელს საქართველოს NATO-ში გაწევრებას სრულად მხარს უჭერდა 31%, ძირითადად უჭერდა მხარს 29% – ჯამში 50%.

კვლევა „კავკასიის ბარომეტრი” ორგანიზაცია CRRC-იმ ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S