Accentnews.ge
კვლევა: ემიგრაციაში დროებით წასვლით გამოკითხულთა 45%-ია დაინტერესებული

კვლევა: ემიგრაციაში დროებით წასვლით გამოკითხულთა 45%-ია დაინტერესებული

22/07/2024 10:16:57 პოლიტიკა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, ემიგრაციაში დროებით წასვლით გამოკითხულთა 45%-ია დაინტერესებული.

„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, დროებითი ემიგრაციით გამოკითხულთა 45%-ია დაინტერესებული, ხოლო სამუდამო ემიგრაციით - 9%.

2021 წლის შედეგებთან შედარებით შემცირებულია როგორც დროებითი, ისე მუდმივი ემიგრაციით დაინტერესებულთა წილი. კერძოდ, თუ 2021 წლის კვლევაში 52% ამბობდა, რომ დაინტერესებული იყო დროებითი ემიგრაციით, ახლა ეს მაჩვენებელი 45%-ია, ხოლო მუდმივი ემიგრაციის მსურველთა წილი 12%-დან 9%-მდეა შემცირებული.

კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S