კვლევა: გამოკითხულთა 65 % ამბობს, რომ კვირას რომ არჩვენები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა
22/07/2024 13:33:35 პოლიტიკა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 65 % ამბობს, რომ კვირას რომ არჩვენები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 5% ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა მონაწილეობას, 6% აცხადებს, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას, 18 %–ის თქმით, მიირებდა მონაწილეობას. არ ვიცი/უარი პასუხზე რესპონდენტთა 6%–მა განაცხადა
კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).


