NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ სამეზობლოში ხავიერ კოლომინა დაინიშნა
23/07/2024 08:39:54 პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ სამეზობლოში ხავიერ კოლომინა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.
ხავიერ კოლომინა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.


