Accentnews.ge
კაჭკაჭიშვილი: „თსუ–ს რექტორს პლაგიატი დაუდასტურდა“

კაჭკაჭიშვილი: „თსუ–ს რექტორს პლაგიატი დაუდასტურდა“

21/01/2020 11:32:56 საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.

საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა.

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. სწორედ ამ მასალის გამოქვეყნების საფუძველზე ითხოვა იაგო კაჭკაჭიშვილმა უნივერსიტეტის საექსპერტო დასკვნა. თავად შარვაშიძე მაშინ ბრალდებებს უარყოფდა.

თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს.

„მე გახლდით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ნახა ეს ტექსტები და რაც შემიძლია განვაცხადო, გახლავთ ის, რომ ეს თანხვედრა ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო და არ არის პლაგიატი“, - უთხრა ჟურნალისტებს თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან ხუციშვილმა, ამავე უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესახებ.

ხუციშვილის განმარტებით, ანტიპლაგიატის (Turniitin) პროგრამამ მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილება აჩვენა და პლაგიატი არ დადასტურდა.

„შესაბამისად, ყველანაირი სხვა კომენტარი აქ გამორიცხულია, როდესაც არ არის პლაგიატი, ვეღარ იქნება ლაპარაკი შესაბამის პასუხიმგებლობაზე“, - ამბობს ხუციშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S