Accentnews.ge
ირანელმა პარლამენტარმა ტრამპის მკვლელობისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

ირანელმა პარლამენტარმა ტრამპის მკვლელობისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

21/01/2020 11:47:13 მსოფლიო

ირანელი პარლამენატარი აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას „ვინც ტრამპს მოკლავს“,- იუსწყება "როიტერი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით.

„ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.

ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა „ჯილდო“ შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.

მანამდე ირანის „ყუდსის ძალების“ ახალმა მეთაურმა, გენერალმა ისმაილ გაანმა განაცხადა, რომ "მტრებს მხოლოდ „ძალის ენა“ ესმით და ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებს.

„ისინი გენერალ სოლეიმანს ლაჩრულად დაეხსნენ თავს, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების მაძიებელ ადამიანებს სურთ შური იძიონ და ღმერთის წყალობით, ღმერთის დახმარებით მტრებს რაინდულად დავარტყამთ“,-განაცხადა ყაანიმ და დასძინა, რომ მათ მტრებს „ძალის ხმის გარდა, სხვა ენა არ ესმით“.

ცნობისთვის: ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა. აღნიშნულს წინ უძღოდა თავდასხმა ერაყში აშშ–ის საელჩოზე და ამერიკელი ბიზნესმენის მკვლელობა. სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანმა ერაყის ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალები იყვნენ განთავსებულნი სარაკეტო თავდასხმები მიიტანა, რომლის დროსაც არავინ დაღუპულა. ბაზაზე შეტევის დროს ორი რაკეტა უკრაინულ ხომალდს მოხვდა, რომელიც ირანიდან აფრინდა. შედეგად 200–მდე ადამიანი დაიღუპა. ხომალდის ჩამოგდება აღიარა ირანმა და ფაქტი "ადამიანურ შეცდომას" დაუკავშირა.

21 იანვარს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ TBN-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს ებრაელების გენოციდსა და ირანის ბირთვულ ბროგრამას შორის პარალელები გაავლო.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია თავი დაცვათ და ვფიქრობ ოსვენციმის გაკვეთილია ის, რომ ცუდი რაღაცები მაშინ უნდა შეაჩერო, როცა ისინი პატარები არიან. ირანი ძალიან ცუდი რამეა. ის არც თუ ისე პატარაა, თუმცა მას ბევრად უფრო შეუძლია გაიზარდოს თუ ბირთვული იარაღი ექნება. პირველ რიგში ეს უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ებრაელები თავდაცვისუუნარო აღარასდროს იქნებიან იმ ძალების წინააღმდეგ, ვისაც მათი განადგურება სურთ.

„ირანი ღიად აცხადებს, რომ მას სურს ისრაელი აღიგავოს პირისაგან მიწისა. სხვათა შორის დღეს ისრაელის ებრაული მოსახლეობა 6 მილიონს აღემატება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S