Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილი შესაძლოა, „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდეს

ალეკო ელისაშვილი შესაძლოა, „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდეს

23/07/2024 17:51:42 პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი შესაძლოა, "ლელოს", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობის "თავისუფლების მოედანი" ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდეს.

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით "ძლიერი საქართველოსთვის".

საკითხთან დაკავშირებით ელისაშვილსა და ხაზარაძეს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.

მოგვიანებით, "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ "როგორც ჩანს, პრაქტიკულად, გავლილია ყველა საკითხი, რაც ასეთ დროს გასავლელია, სხვა შემთხვევაში, ცხადია, ამ ტიპის ფოტო არ იქნებოდა საჯარო სივრცეში".

მისივე თქმით, "ალეკო ელისაშვილთან და მის გუნდთან უახლოეს ხანებში საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი".

17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარტია "ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

მაშინ, "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ღონისძიების დროს აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას "ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი" შეუერთდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S