აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: ის ნაბიჯები, რაც უკვე გადადგა ევროკავშირმა საკმარისი გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს "ოცნებისთვის"
23/07/2024 20:12:45 პოლიტიკა
"ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად, მაგრამ პროცესი "დე ფაქტო" გაყინულია, "ქართული ოცნების" მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო. ვფიქრობ, ევროკავშირს ჰქონდა გარკვეული მსჯელობა დამატებითი ნაბიჯების შესახებ, მე არ მინდა, სპეკულირება ამ თემით, მაგრამ ის ნაბიჯები რაც უკვე გადადგა ევროკავშირმა უნდა იყოს საკმარისი გამოსაფხიზლებელი ზარი "ქართული ოცნებისთვის", რათა დაინახონ, რომ ისინი არ მიდიან იმ მიმართულებით, რაც ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ სურს. ქართველი ხალხის 89% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ცხადია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა არ მიდის ამ მიმართულებით, ასე რომ, ქართველ ხალხს გადაწყვეტილების მიღების საშულება ოქტომბერში აქვს", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.


