Accentnews.ge
სოკოლოვსკი: USAID აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას აწარმოებს

სოკოლოვსკი: USAID აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას აწარმოებს

24/07/2024 08:12:40 პოლიტიკა

USAID აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას აწარმოებს, – ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილემ ალექსანდრ სოკოლოვსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

“აშშ-ის მხრიდან ქართული დემოკრატიისთვის მხარდაჭერის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები ეფუძნებოდა ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული მმართველობის საერთო ხედვას და საერთო ღირებულებებს, რომლებიც მოიცავდა ძლიერ, აქტიურ და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობასთან დიალოგში. საქართველოში ორი ათწლეულის განმავლობაში ჩავდიოდი - ეს არის საქართველო, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. გვსურს, დავინახოთ საქართველო, რომელიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება და ამ ხედვას გაიაზრებს. არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ, და ჩვენ USAID-ში მჭიდროთ ვმუშაობთ სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგებთან ამ ძალისხმევაში”, - განაცხადა სოკოლოვსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S