საელჩო: 2012 წლიდან საქართველოს 945 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა გავუწიეთ
24/07/2024 10:00:03 პოლიტიკა
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, 2012 წლიდან საფრანგეთმა საქართველოს 945 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით,
- 415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;
- 201 მლნ. ევრო - სოციალურ დაცვაში;
- 185 მლნ. ევრო - კერძო სექტორში;
- სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ. ევრო;
- სარწყავი სისტემა - 49 მლნ. ევრო.


