Accentnews.ge
პრეზიდენტი ათონელზე „ლელოს“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი ათონელზე „ლელოს“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლებს ხვდება

24/07/2024 15:11:19 პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერები– მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ხალხისთვის“ ხელმძღვანელი ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე უთხრა ჟურნალისტებს, სურთ, კოალიციის გეგმები პრეზიდენტს გააცნონ, მოიაზრებენ რა სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვან პარტნიორად.

"ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს მის კომპეტენციაში, მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამიტომ არის დაგეგმილი", - თქვა ჯაფარიძემ.

ცუცქირიძემ თქვა, რომ "ჩვენ, როგორც ახალდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ქარტიას. გვინდა გავუზიარო ჩვენი ხედვა იმაზე, თუ სად ვხედავთ ამ კოალიციის მნიშვნელოვან როლს":

"ჩვენი ღრმა რწმენით, ეს კოალიცია იქნება ცენტრალური აქტორი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში", - განაცხადა"თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ლელო", დოლიძის პარტია და ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ვრცელდება ცნობები, რომ მათ შესაძლოა, "მოქალაქეებიც" შეუერთდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S